სპორტი

საქართველო-სერბეთი… მე-5 მატჩი ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე თბილისურ „ბაბლი“-ში ქართველი კალათბურთელები დღეს სერბეთს მასპინძლობენ.

გუნდებს პირველი შეხევდრა უკვე ჩატარებული აქვს. ბელგრადში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მეტოქე 94-90 დაამარცხა.

ორივე ქვეყნის გუნდი შეხვედრას არაოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ილიას ზუროსის ნაკრებს ვერ დაეხმარება: თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძე, გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი და რატი ანდრონიკაშვილი.

სამაგიეროდ, წინა „ბაბლისგან“ განსხვავებით, ეროვნული ნაკრების დასახმარებლად ჩამოვიდნენ: დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე და მიხეილ ბერიშვილი.

საქართველოს და სერბეთს ნაკრებებს შორის ჩატარებული მატჩების საერთო ანგარიში 3:2-ია ქართველების სასარგებლოდ.
საკალათბურთო მატჩი დღეს თბილისის დროით, 19 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button