მნიშვნელოვანისაქართველო

ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. მას 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

სხდომაზე ბრალდებულის უფლებადამცველებმა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი დასკვნა წარადგინეს, რაც ადვოკატის განცხადებით, აღმკვეთი ღონისძიების არასაპატიმროთი შეცვლის საფუძველი უნდა გამხდარიყო.

ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავეს. სუს-ის მტკიცებით, 2017 წლის მაისში მერიის მაღალჩინოსანმა საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button