მსოფლიოსიახლეები

ანტირასისტული აქციები, დებატები, შეტაკებები

ვაშინგტონის მერი მურიელ ბოუზერი ქალაქში მიმდინარე ანტირასისტულ საპროტესტო აქციას შეუერთდა.

რამდენიმე დღის წინ, მურიელ ბოუზერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, ფედერალური სამართალდამცველები და სამხედროები ვაშინგტონიდან გაეყვანა. მერის მოწოდებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა და მან ბოუზერს არაკომპეტენტური უწოდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა. ანტირასისტული საპროტესტო ტალღა, მალევე, მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ლონდონში, რასიზმის წინააღდეგ გამართულ აქციაზე მონაწილეების ნაწილსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ლონდონის პოლიციის ხელმძღვანელი კესიდა დიკი აცხადებს, ძალადობის ინიციატორები აქციის მონაწილეები იყვნენ.

„ვწუხვარ, რომ ცენტრალურ ლონდონში გამართულ აქციაზე მონაწილეების ნაწილმა პოლიციაზე იძალადა. ამას 14 პოლიციელის დაშავება მოჰყვა. დაზარალებულთა რიცხვი შოკისმომგვრელი და სრულიად მიუღებელია.” – განაცხადა კესიდა დიკმა.

პოლიციის ხელმძღვანელმა საპროტესტო აქციების მონაწილეებს ასევე მოუწოდა, რომ საკუთარი შეხედულებების გაჟღერების სხვა მეთოდები მოეძებნათ, რადგან საპროტესტო აქციები „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკებს ზრდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button