მამა მიქაელ ბოტკოველი გადადგა

პატრიარქის მდივანი გადადგა, მამა მიქაელ ბოტკოველმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.
რამდენიმე საათის წინ, პატრიარქის მდივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ილია მეორეს დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ საპატრიარქოში არ უნახავთ.
ოხანაშვილმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მამა მიქაელ ბოტკოველმა იცრუა.
მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ მისი გადადგომის მიზეზი უწმინდესის დაცვის სამსახურის უფროსის სოსო ოხანაშვილის განცხადებაა, რომლემაც დღეს სასულიერო პირი სიცრუეში დაადანაშაულა. პატრიარქის მდივანი ამბობს, რომ საპატრიარქოდან ისე წავიდა ილია მეორისთვის არაფერი უთქვამს.
“სოსო ოხანაშვილი მატყუარა ადამიანია. იტყუება, როცა ამბობს, რომ საპატრიარქოში იყო, არცერთ ოფიციალურ მიღებაზე არ გამოჩენილა. პრობლემა იმაშია, რომ ადამიანები ვერ იგებენ რა თანამდებობებზე იმყოფებიან. დაცვის უფროსი თავს უფლებას აძლევს და ამბობს, რომ პატრიარქის მდივანი არის მატყუარა. ისე არიან აჭრილები ზეცაში, რომ ვერ იგებენ, რა თანამდებობაზე არიან, ეს ყველაფერი დასალაგებელია. მე ამ საზოგადოებაში ვერ ვიმუშავებ. პატრიარქისთვის ეს ინფორმაცია ჯერ არ მიცნობებია. მე იმ რეალობაში, რაც ამჟამად არსებობს, საპატრიარქოში ვერ დავბრუნდები”, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.