მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე რუსეთის შეტევა თითქმის შეჩერებულია

უკრაინის ქალაქ ბახმუტთან გრძელდება გააფთრებული ბრძოლები, რუსეთის ჯარებმა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რამდენიმე ათეული იერიში წამოიწყეს, განაცხადეს 25 მარტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.

გენერალური შტაბის ცნობით, 59 შეტაკება მოხდა ბახმუტის ფრონტის ხაზზე – ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარიინკისა და შახტარსკის რაიონებში, სადაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ტელეფონით გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსს, ადმირალ სერ ტონი რადაკინს ესაუბრა. როგორც ვალერი ზალუჟნი ფეისბუქზე წერს, ბრიტანელ კოლეგას ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ბოლო ინფორმაცია მიაწოდა. ვალერი ზალუჟნის თქმით, ყველაზე რთული ვითარება ბახმუტის მიმართულებაა, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები სიტუაციის დასტაბილურებას ახერხებენ:

“თავდაცვის ძალების უზარმაზარი ძალისხმევის წყალობით, ჩვენ ვახერხებთ სიტუაციის სტაბილიზაციას. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები. შევთანხმდით განვავითაროთ თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ კონტაქტი. მადლობელი ვარ ადმირალ რადაკინის მხარდაჭერისთვის. პარტნიორების დახმარების წყალობით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ” წერს ზალუჟნი.

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე რუსეთის შეტევა თითქმის შეჩერებულია.

“დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე რუსეთის შეტევა თითქმის შეჩერებულია. ეს, უპირველეს ყოვლისა, რუსული ჯარების უკიდურესი გაფუჭების შედეგია”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
ეს ალბათ პირველ რიგში მეტყველებს რუსეთის ძალების უკიდურეს გამოფიტვაზე, მიაჩნია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვას.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინამ ასევე დიდი ზარალი განიცადა ქალაქის თავდაცვის დროს. ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის პრობლემები გამწვავდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და “ვაგნერელთა” შორის დაძაბულობის გამო, რომელთა წარმომადგენლები ბახმუტის მიმართულებით იბრძვიან.
მათი თქმით, რუსეთმა აქცენტი გადაიტანა დონბასში სხვა ქალაქებზე – ავდეევკაზე, რომელიც ბახმუტის სამხრეთით მდებარეობს, და კრემენნაიასა და სვატოვოზე ჩრდილოეთით. ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ჯარები ამ მიმართულებებზე ცდილობენ ფრონტის სტაბილიზებას.

“რუსეთმა გადაიტანა თავისი ოპერაციული აქცენტი ავდეევკაზე, ბახმუტის სამხრეთით და კრემენაია-სვატოვოს სექტორზე ჩრდილოეთით. ეს ის რეგიონებია, სადაც რუსეთი, სავარაუდოდ, მხოლოდ ფრონტის ხაზის სტაბილიზაციას ცდილობს”, – ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარე კვირაში ბახმუტს ეწვია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

გუშინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ არ შეიმჩნევა ბახმუტის რაიონში რუსეთის სამხედრო ოპერაციების შესუსტება მიუხედავად ზოგიერთი ანალიტიკოსის მტკიცებისა, რომ იქ რუსეთის მრავალთვიანი იერიში სუსტდება.

ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა, რომელსაც აშშ-ში უდევს ბინა, დაწერა, რომ „როგორც ჩანს, რუსეთის ჯარების ფართო მასშტაბის საგაზაფხულო იერიში კულმინაციას უახლოვდება“ და რომ „რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოწინავე ხაზზე მნიშვნელოვანი რაოდენობის ძალების გაგზავნა მოუწევს… განახლებული შეტევითი ოპერაციების წამოსაწყებად“. უკრაინის ჯარებმა ამ რაიონში დარტყმები მიაყენეს რუსეთის პოზიციებს და, როგორც იტყობინებიან, ჩამოადგეს რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი Mi-24. ამ განცხადების დამოუკიდებელი წყაროებით შემოწმება ვერ ხერხდება.

25 მარტს ხერსონის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში მრავალრიცხოვანი იერიშები და დაბომბვები განხორციელდა. ზოგიერთი ჭურვი საცხოვრებელ რაიონებში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button