მნიშვნელოვანისიახლეები

ელჩების დანიშვნის სკანდალი

“ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს, ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ედავება და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი მთავრობის წარდგენილ ელჩებს ბლოკავდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მისივე თქმით, თუ სიმართლის გასარკვევად საჭირო იქნება მიმოწერის გამოქვეყნება, ამასაც გააკეთებენ სადაც დასტურდება, რომ სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობს იმ დიპლომატების დამტკიცებაზე, რომელთა კანდიდატურაც მას მმართველმა პარტიამ შესთავაზა.

“სიმართლე არის მიმოწერაში, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული და თუ ახლა საქმე იქამდე უნდა მივიდეს, რომ ეს დოკუმენტი უნდა გასაჯაროვდეს, არ გამოვრიცხავ რომ ეს დოკუმენტიც გასაჯაროვდეს” – ამბობს ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილის ხმა

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე განმარტავს, რატომ არ ისაუბრეს მმართველი პარტიის წევრებმა აქამდე იმაზე, რომ, როგორც თავად ამბობს, ელჩების დანიშვნის შესახებ რამდენიმე წარდგინებაზე პრეზიდენტს თითქმის ერთი წელია პასუხი არ გაუცია.

როგორც მან განაცხადა „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდებოდა და „ჭუჭყის გარეთ გამოტანა არ სურდა“.

„პასუხი არის მარტივი – „ქართული ოცნება“, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდებოდა, არ გვინდოდა ეს ჭუჭყი გარეთ გამოგვეტანა. როდესაც კონსტიტუციას არღვევს საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის ჭუჭყი, რომელიც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა. ვიზიტებთან დაკავშირებითაც კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია, ესეც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა. როდესაც მან თავად გადაწყვიტა ამ ჭუჭყის გამოტანა, მაშინ მივიღეთ ჩვენც გადაწყვეტილება ამ თემაზე საუბრის დაწყების თაობაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ „გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა“  პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოთხოვილი  საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, დანიშვნასთან დაკავშირებული რამდენი განაცხადი შევიდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რამდენი დაკმაყოფილდა სალომე ზურაბიშვილის მიერ და რამდენი კანდიდატურის დანიშვნაზე ითქვა უარი.

როგორც გამოთხოვილი ინფორმაცით დასტურდება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ ელჩების თანამდებობაზე 12 კანდიდატურა წარუდგინა პრეზიდენტს, პრეზიდენტმა კი 12-ვე კანდიდატურის დანიშვნაზე შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა.

არავინ ვაპირებთ, რომ პრეზიდენტს შევყვეთ კინკლაობის მცდელობაში, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ელჩის თანამდებობაზე მთავრობის მხრიდან წარდგენილი ყველა კანდიდატის დანიშვნას ხელი მოაწერა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გასული წლის ივნის-ივლისში და წელს პრეზიდენტმა ჯამში, მთავრობის წარდგინებით 5 ელჩის დანიშვნასა და ერთის გამოწვევას არ მოაწერა ხელი.

მისივე თქმით, პრეზიდენტს აქვს მინიჭებული ერთი მხრივ ცერემონიული, სიმბოლური და მეორე მხრივ სამართლებრივი კომპეტენცია ელჩების დანიშვნის ნაწილში.

მთავრობის განცხადებას ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ განცხადებითვე უპასუხა – პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, ზრდილობას მოკლებულია საუბარია დიპლომატების დანიშვნის საკითხზე. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩების ან მისიის ხელმძღვანელების კანდიდატები; რასაც კატეგორიულად უარყოფს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო ერთ წელში პრეზიდენტმა ელჩის ყველა წარდგენილ კანდიდატურა დანიშვნას მოაწერა ხელი, თუმცა საქართველოს მთავრობა ამას უარყოფს .

მსგავსი პოსტები

Back to top button