მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბრძოლა ბსახმუტის დასაცავად თუმცა მოწინააღმდეგე განაგრძობს შტურმს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ჯარების 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით. გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტი, ბელოგოროვკა, ავდეევკა და მარინკა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ავდეევკის, მარინკის და ლიმანის მიმართულებებით რუსეთის შეტევებს წარმატება არ მოჰყოლია. გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგე განაგრძობს შტურმს ქალაქ ბახმუტზე, სადაც თავდაცვის ძალებმა 28 შეტევა მოიგერიეს.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, რუსეთის ძალებმა მცირედით წინ წაიწიეს ბახმუტის სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში და ქალაქ ავდეევკაში.ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის ინფორმაციით, ბახმუტსა და მის შემოგარენში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 6 ათასამდე წევრი და ამ დაჯგუფების მიერ ბოლო ხანს დაქირავებული 20-30 ათასი პირი.

“ისინი საბრძოლო ოპერაციებს ატარებენ ახლა ძირითადად ბახმუტში. ეს არის დაახლოებით 6 000 დაქირავებული და შესაძლოა კიდევ 20 000 ან 30 000 რეკრუტი, რომელთაგან ბევრი ბრძოლის ველზე ციხეებიდან წავიდა. მათ აქვთ უზარმაზარი მსხვერპლი ბახმუტის რაიონში;”,- ამბობს ამერიკელი გენერალი.

შეგახსენებთ, რომ Wagner PMC-ის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შემდეგ 5 000-ზე მეტი “ვაგნერელი” შეიწყალა და გაათავისუფლეს.
29 მარტს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას გენერალმა მილიმ განაცხადა, რომ ბახმუტში „ვაგნერელებს“ დიდი დანაკარგი აქვთ.

რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” რვა თვეა ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button