ირაკლი შოთაძე ახალი მთავარი პროკურორი იქნება

ახალი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეა, რომელიც მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე იყო.

გადაწყვეტილება საპროკურორო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. კენჭისყრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. საბჭოს 15 წევრიდან შოთაძეს მხარი 13-მა დაუჭირა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 14-მა წევრმა.

საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება პარლამენტს გადაეგზავნება, სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს 6 წლის ვადით პროკურორად ირაკლი შოთაძე.

შოთაძესთან ერთად მთავარი პროკურორის კანდიდატები იყვნენ ვლადიმერ გაბრიჩიძე და ნანა რევაზიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button