მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ახალი შემთხვევები: 1 ინფიცირებული და 9 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 810 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე – stopcov.ge არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 9-ით გაიზარდა და 683 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 2 915 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 237 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.