მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ახალი შემთხვევები: 10 ინფიცირებული, 2 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 155 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 929-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 6 489 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 337.