მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ახალი შემთხვევები: 11 ინფიცირებული, 1 გამოჯანმრთელებული
საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 039-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 1-ით გაიზარდა და 900-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 687 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, – 232.