მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ახალი შემთხვევები: 19 ინფიცირებული და 1 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 104-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გავრცელდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 1-ით გაიზარდა და 912-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 936 მოქალაქე იმყოფება; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 268 პირი.