მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ახალი შემთხვევები: 2 ინფიცირებული და 2 გამოჯანმრთელებული

საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 895 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 2 -ით გაიზარდა და 741 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2 891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 256 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button