მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ახალი შემთხვევები: 3 ინფიცირებული და 7 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსისგან 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 768 გახდა. ამასთანავე, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 911 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 2 662 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 255 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button