მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ახალი შემთხვევები: 3 ინფიცირებული და 3 გამოჯანმრთელებული
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 828-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 3 828 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 192 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.