მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ახალი შემთხვევები: 3 ინფიცირებული, 3 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 182 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვიც 3-ით გაიზარდა და 962-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 7 066 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 294.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.