მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ახალი შემთხვევები: 4 ინფიცირებული და 2 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 010 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 885-ს შეადგენს. გარდაცვლილია 15 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5 640 პირია მოთავსებული. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 244. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button