მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ახალი შემთხვევები: 5 ინფიცირებული და 2 გამოჯანმრთელებული
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 973 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 2-ით გაიზარდა და 846 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 4 851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 231 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.