მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ახალი შემთხვევები: 6 ინფიცირებული, 2 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის, სულ 1 137 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ცნობით, გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი და სულ, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 922-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 326.