მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ახალი შემთხვევები: 8 ინფიცირებული და 23 გამოჯანმრთელებული

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 939 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 23-ით გაიზარდა და 817 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3 080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 242 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 7 შემოტანილი, 1 კი, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ კლინიკაში ამჟამად 23 პაციენტი მკურნალობს და არც ერთის მდგომარეობა მძიმე არ არის.

“დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 23-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს. 8 ახალი შემთხვევიდან 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, დანარჩენი 7 არის შემოტანილი შემთხვევა. ამ 7-დან 6 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და 1 არის ჩვეულებრივი მოქალაქე. ჩვენს ცენტრში 4 ახალი პაციენტი მოთავსდა, გაეწერა – 3 და დღეს გვყავს 23 დადასტურებული შემთხვევა. რუტინული კვლევებით, ამ პაციენტების მდგომარეობა არ არის მძიმე, არიან საშუალო სიმძიმის პაციენტები. ჩვენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და თანდათანობით მათი მდგომარეობის გაუმჯობესება ხდება.” – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button