საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ბერშუეთთან – ფაქტს ვროკავშირის მისია ადასტურებს

სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს.

საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ მსგავსი ქმედებები გასული თვის განმავლობაშიც დააფიქსირეს.

სოფელ ბერშუეთის მახლობლად მწვანე ბანერის აღმართვის შესახებ მიღებული ინფორმაციის მიღებისთანავე მისიამ ვითარების დასადგენად ადგილზე დამკვირვებლები გაგზავნა.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მწვანე ბანერების დამონტაჟებას არაკანონიერად მიიჩნევს. ნებისმიერი ფორმის ბორდერიზაცია, მათ შორის ბანერების დამონტაჟება, აფერხებს გადაადგილების თავისუფლებას და ფერმერებს საკუთარი მიწის დამუშავების უფლებას ართმევს,”-ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button