ამერიკულმა კომპანიამ ვაშლის მკრეფავი რობოტი გამოიგონა [Video]

კალიფორნიაში კომპანია Abudant Robotics Inc.-მა მკრეფავი რობოტი შექმნა, რომელსაც ხეებს შორის გადაადგილება და წამში 1 ნაყოფის აკრეფა შეუძლია, – ნათქვამია კომპანიის საიტზე.

Abudant Robotics-ის თანადამფუძნებელი – დენ სტირი ამბობს, რომ ისეთი მანქანის შექმნა, რომელიც ნაყოფს არ დააზიანებს, პროექტის ინჟინრებისთვის დიდ გამოწვევად იქცა, მაგრამ პრობლემა ორიგინალურად გადაწყდა, მათ ვაკუუმური კრეფის მეთოდი გამოიყენეს.

აღნიშნული მეთოდი სახლის მტვერსასრუტით დასუფთავების ანალოგიურია. განსხვავება მხოლოს იმაში მდგომარეობს, რომ რობოტი გაცილებით ჭკვიანია. აკრეფილი ვაშლი ამორტიზებული მილების მეშვეობით ხილის რეზერვუარში ფრთხილად თავსდება და ნაყოფს არ აზიანებს. ამის გარდა, გამომგონებლები რობოტის იმ ფუნქციის შექმნაზე მუშაობენ, რომლის წყალობით მანქანა დაავადებულ ხეებს გვერდს აუვლის და მათ რაოდენობას აღნუსხავს.

კომპანიაში სამომავლოდ სხვა სახის ხილის მკრეფავი მანქანის შექმნაზე ფიქრობენ. აღნიშნული პროექტით უკვე დაინტერესდნენ აშშ-სა და ავსტრალიის საფერმერო მეურნეობები.

მსგავსი პოსტები

Back to top button