მნიშვნელოვანისიახლეები

ანტიკორუფციული ბიურო 21 მაისს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, 21 მაისს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

როგორც ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის მიზანია, კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონი – „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ 2025 წლის 31 მაისს ამოქმედდება.

სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 21 მაისს ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის მიზანია კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება.

შეხვედრაზე დასწრების მიზნით, დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 8 მაისის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო განაცხადი ბმულზე. ამასთან, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, მითითებული ბმულის მეშვეობით გამოგზავნონ შეკითხვები კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საინფორმაციო შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია რეგისტრირებულ მონაწილეებს ეცნობებათ 13 მაისს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button