მნიშვნელოვანისიახლეები

“ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა და ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს პირველ რიგში,,-ოცნება NATO-ს ანგარიშზე

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ, 2024 წლის გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება, სადაც დოკუმენტში აღარ არის ნახსენები NATO-ს მხარდაჭერა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მიმართ.
როგორც შარმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, “ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა და ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს პირველ რიგში. აგენტურა კი ომში გვექაჩებოდა”.
“კარგი, საქართველო ვთქვათ არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა და ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს პირველ რიგში. აგენტურა კი ომში გვექაჩებოდა”, – წერს თენგიზ შარმანაშვილი.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი გურამ მაჭარაშვილი, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ, 2024 წლის გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება, სადაც დოკუმენტში აღარ არის ნახსენები NATO-ს მხარდაჭერა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მიმართ.
“ნატო-ს წევრ ქვეყნებზე მეტად აქვს მონაწილეობა მიღებული ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო მისიებში, ამიტომ, ბუნებრივია ეს უსამართლობაა, რაც ამ ანგარიშში მოხდა. ეს მოლოდინები, სამწუხაროდ გვქონდა ჩვენ 2-3 წლის წინ, როდესაც ვსაუბრობდით, რომ არ იყო სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის ნატო-ს კონტექსტში. დღევანდელ ამერიკის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, აქვს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. მან ეს არაერთხელ განაცხადა, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით, რომ მათ არ მიიღებენ ნატო-ში, პრაქტიკულად წერტილი დასვა. იმ მიზეზის გამო, რის გამოც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა – რომ უკრაინა არ ამბობდა უარს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ამერიკამ უთხრა, რომ არ მიიღებს უკრაინას ნატო-ში, ანუ, რეალურად რის გამოც ომი დაიწყო, იმ მიზეზზე უთხრა უარი შეერთებულმა შტატებმა,”- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ, 2024 წლის გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება, სადაც დოკუმენტში აღარ არის ნახსენები NATO-ს მხარდაჭერა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მიმართ.
როგორც წილოსანი აცხადებს, განსაკუთრებით სამწუხაროა აღნიშნული ფაქტი, უკრაინასთან მიმართებით:
“იმდენად შეცვლილია მსოფლიოში გლობალური ნარატივები და მათ შორის ყველაზე მსხვილი ქვეყნების, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან წამოსული განცხადებები თუნდაც უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ნატო-სთან მიმართებით და ა.შ. არ არის გასაკვირი ის, რომ ნატო-ს ანგარიში გარკვეულწილად შეცვლილია. შეცვლილია იმიტომ, რომ თავად დიდი ქვეყნების პირობებში მიღებული ცვლილებები თუ შეცვლილი ნარატივები, უზრუნველყოფს იმას, რომ გარკვეული ჩანაწერები იყოს შეცვლილი, განსაკუთრებით სამწუხაროა აღნიშნული, უკრაინასთან მიმართებით,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

ოპოზიცია, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ, 2024 წლის გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება, სადაც დოკუმენტში აღარ არის ნახსენები NATO-ს მხარდაჭერა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მიმართ.
“ქართული ოცნების” მიერ წლების განმავლობაში ჩაგდებულმა პოლიტიკამ შედეგად მოგცა ის, რომ საქართველოს საკითხი არის ნაკლებად რელევანტური, მათ შორის, სამხედრო ალიანსის კონტექსტშიც. NATO თვითონ აცხადებს ძალიან მკაფიოდ, რომ ფანჯარა ჯერ კიდევ არსებობს ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის და თუ ჩვენ გვსურს, რომ ვიყოთ ამ ალიანსში და მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რასაც ამ ალიანსში ყოფნა გულისხმობს, უნდა გადავდგათ შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები, რაც, პირველ რიგში, არის ხელისუფლების შეცვლა.
ანგარიშში საუბარია ძალიან მკაფიოდ უკრაინასთან განსაკუთრებული ურთიერთობების ქონაზე, რაც ასე არის პრაქტიკაში. სხვა მოსალოდნელი ბუნებრივია არაფერი არ არის, ვიდრე ომი მიმდინარეობს, რადგანაც ომში მყოფი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივის განხილვა ყოველთვის არის ძალიან რთული რამ ყველასთვის,” – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

საქართველო და უკრაინა ნატოს 2024 წლის ჩანაწერში აღარ მოხვდა

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს ყოველწლიურ, 2024 წლის ანგარიშში ხაზგასმულია მტკიცე მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ანგარიშის მიხედვით, „ნატო და საქართველო განაგრძობდნენ პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ალიანსთან თავსებადობის გასაუმჯობესებლად“.

დოკუმენტში საუბარია ნატო-ს საერთაშორისო წვრთნებსა და ოპერაციებში საქართველოს აქტიური მონაწილეობის შესახებ.

„2024 წლის ივნისში საქართველოს თავდაცვის ძალებმა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთში გამართულ „კოალიციური მებრძოლის ინტეროპერაბელურობის წვრთნაში“ (CWIX24), ხოლო სექტემბერში ქართველი მესაზღვრეები ჩაერთნენ ოპერაციაში „საზღვაო მცველი“, რაც საქართველოს მეორე როტაცია იყო ოპერაციულ პარტნიორად“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ „სამხრეთ კავკასიაში ალიანსის ჩართულობას მხარს უჭერს ნატო-ს სამოკავშირეო ოფისი თბილისში“.

ორმხრივი და რეგიონული პარტნიორობის ნაწილში დოკუმენტი მიუთითებს, რომ „ნატო-ს გლობალური პარტნიორობის ქსელი, 30 წელზე მეტია, ვითარდება“ და ევროატლანტიკურ სივრცეში მოკავშირეები აქტიურად თანამშრომლობენ 16 პარტნიორ ქვეყანასთან“.

„ამ პარტნიორებს შორის ნატო-მ შექმნა სპეციალური სტრუქტურები უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ევროპული მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ ახალ ანგარიშში, 2023 წლის ანგარიშისგან განსხვავებით, არ არის ჩანაწერი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button