მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთიდან, ირანიდან მომავალი დედა-შვილი უკან გააბრუნეს

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთიდან, ირანიდან -აზერბაიჯანის გავლით მომავალი საქართველო ორი მოქალაქე, დედა-შვილი უკან გააბრუნეს. ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის სამსახურის უფროსმა ნუნუ ნოზაძემ განუცხადა.

ნოზაძის თქმით, დედა-შვილს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა, თუმცა მათ შესთავაზეს, რომ ქვეყანაში შემოუშვებდნენ, მაგრამ მოათავსებდნენ კარანტინში, თუმცა მათ კარატინში მოთავსებაზე უარი თქვეს და უკან გაბრუნდნენ.

ნოზაძის თქმით, მას შემდეგ რაც საქართველომ ირანთან სახმელეთო მიმოსვლა შეაჩერა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანიდან მომავალი მგზავრები უკან გააბრუნეს.

ნოზაძის თქმით, საზღვარზე შემოსულ ყველა მგზავრს უტარდება თერმოსკრინინგი და ამ დროის მონაცემებით, არცერთ მგზავს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ ჰქონია.

მსგავსი პოსტები

Back to top button