სპორტი

საქართველოს ნაკრების დუეტი ფინალურ ეტაპზე გავიდა… ფიგურული ციგურაობა

სტოკჰოლმში მიმდინარე მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ წყვილთა შორის ფინალური ეტაპის ოცეული გამოვლინდა, სადაც საქართველოს ნაკრების დუეტიც მოხვდა.

16 წლის ანასტასია მეტელკინასა და 21 წლის დანიილ პარკმანის წყვილმა მოკლე პროგრამაში 56, 13 ქულა მოაგროვა.

შვედეთის დედაქალაქში მოასპარეზე 17 ქვეყნის 24 მონაწილეს შორის ქართული წყვილი მე-14 ადგილზე გავიდა.

სპორტულმა წყვილებმა თავისუფალი პროგრამით ფინალში დღეს უნდა იასპარეზონ. დღესვე გამოვლინდება ამ კატეგორიის გამარჯვებული.

რაც შეეხება ინდივიდუალურ გამომსვლელებს, ქალთა შეჯიბრის მოკლე პროგრამაში ქართველმა ალინა ურუშაძემ მე-18 შედეგი აჩვენა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მამაკაცთა მოკლე პროგრამაში კი დღეს კიდევ ერთი ქართველი მოციგურავე, მორის ყვითელაშვილი გამოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button