ჩინურმა კომპანიამ გინესის ახალი რეკორდი დაამყარა [Video]

ჩინურმა კომპანია EHang-მა, რომელიც დრონების წარმოებითაა დაკავებული, ცაში ერთდროულად 1000 დრონი გაუშვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, – იუწყება China.org.

მსოფლიო რეკორდი ქალაქ გუანჯოუში ჩატარებული ფარნების ტრადიციული დღესასწაულის დროს დამყარდა. 15 წუთის განმავლობაში Ghostdrone 2.0-ის კვადროკოპტერებმა, რომელიც სინათლის დიოდებით იყო აღჭურვილი, ცაში 6 განათებული ფიგურა გამოსახა.

გინესის რეკორდების წიგნის საიტი იუწყება, რომ წინა რეკორდი კომპანია Intel-ს ეკუთვნის, რომელმაც გასული წლის შემოდგომაზე გერმანიაში ერთდროულად 500 დრონი გაუშვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button