მსოფლიოსიახლეები

“არ შეიძლება, [კორონავირუსი] ხელოვნურად იყოს შექმნილი”

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი არ ეთანხმება მოსაზრებებს, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად არის შექმნილი ან ჩინეთის ერთ-ერთი ლაბორატორიიდან შემთხვევით გავრცელდა.

როგორც ფაუჩიმ ჟურნალ National Geographic-თან ინტერვიუში განაცხადა, სამეცნიერო მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ვირუსი ბუნებრივად წარმოიქმნა და შემდეგ სხვადასხვა სახეობაზე გადავიდა.

„თუ დავაკვირდებით ვირუსის ევოლუციას ღამურებში და იმ სამეცნიერო მტკიცებულებებს, რაც გვაქვს, დავინახავთ, რომ ამ ვირუსით ხელოვნურად ან მიზანმიმართულად მანიპულირება შეუძლებელი იყო. ვირუსმა ბუნებაში განიცადა ევოლუცია და ამის შემდეგ, სხვადასხვა სახეობაზე გადავიდა“. – განაცხადა ფაუჩიმ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა აღნიშნეს, რომ გარკვეული მტკიცებულებების მიხედვით, ვირუსი ჩინეთში, ვუჰანის ლაბორატორიაში შეიქმნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button