მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებული მედპერსონალის რიცხვი გაიზარდა

კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართული პირების ინფიცირების რიცხვმა იმატა კახეთში.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდ 19- ით, რეგიონის ერთ- ერთი დიდი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი დაინფიცირდა. ინფიცირებულია მისი მეუღლეც.

კორონა ვირუსითაა დაინფიცირებული, ერთ- ერთი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი და მისი მდივანიც.

კორონავირუსი დაუდასტურდა  თელავის სასწრაფო- სამედიცინო სამსახურის ხუთ ექიმს და ექთანსაც.
ამ მიზეზით, მომსახურების შეუფერხებლად განსახორციელებლად , ექიმების მორიგეობის გრაფიკი შეიცვალა.

ბოლო 24 საათში, რეგიონში, კორონა ვირუსის 238 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
სექტემბრიდან დღემდე, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გარდაიცვალა 16 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button