მნიშვნელოვანისიახლეები

“ასეთი მართალი, სწორი ღირებულებების ადამიანი და უმაღლესი რანგის პროფესიონალი დაკარგა ლაგოდეხმა”

“აუცილებლად უნდა დავწერო ეს სტატუსი და გამოვხატო მადლიერება!
ლაგოდეხში ცნობილი ექიმი მევლუდ ღამბაშიძე გარდაცვლილა.
ბევრს უყვარდა, რესპოდენტიც საუკეთესო იყო…ქუჩაშიც რომ შეგხვდებოდა, კარგი ნათესავივით მოგიკითხავდა და გამოგკითხავდა ყველაფერს, მათ შორის პოლიტიკაზეც.
ახლა, 2 წინადადებით ძნელი დასაწერია… და ალბათ, დროის მერეც ადვილი მოსაყოლი, მაგრამ მაშინ ძალიან გამამწარეს…
15 წლის წინანდელ ამბავს ვწერ….
ჩემი მედიასაქმიანობის გამო, 2007 წელს, ლაგოდეხში მცემეს. თან მაშინდელი მთავრობის ვითომ პარლამენტარმა.
ბევრს შეიძლება ეს საქმე აღარ გახსოვთ, მაგრამ იმ ტიპმა დღისით, მზისით, ჩემ სახლთან ახლოს თავის ძმა-ბიჭებთან ერთად მცემა ერთ-ერთი რეპორტაჟის გამო.
რომ არ დავემორჩილე, ძირს დამაგდეს, კოჭებში და ნეკნებზე მირტყეს. მაქსიმალურად ჩქარი ნაბიჯით წამოვედი ოფისისკენ, ნახევრად სისხლიანი და საავადმყოფოში გავიქეცი.
იქ მოვყევი ამბავი რაშიც იყო საქმე. მომცეს სამედიცინო ცნობა დაზიანებების შესახებ. საავადმყოფოში მევლუდ ღამბაშიძემ ნაცემი მნახა.
შეიძრა ქვეყანა და იმ ძალით ძველ ბიჭ პარლამენტარს, სახალხო დამცველმა პირადად უჩივლა გენერალურ პროკურატურაში. დაზარალებულად მცნეს.
ლაგოდეხში, სადაც ყველა ერთმანეთის ნაცნობია და ბევრი „საქმე“ ახლაც ასე იჩქმალება, მიდიოდა სასამართლო პროცესები, პარლამენტარს იმუნიტეტი შეუჩერეს.
დააშინა ყველა, ზოგი მოწმე გადაიბირა კიდეც. მათ შორის აშინებდა ჩემ თანამშრომლებსაც, რომ არ მოსულიყვნეს სასამართლოზე.
პროცესებზე თითქმის სულ მარტო ვიყავი…მე, ოჯახის წევრები, ომბუცმენის წარმომადგენლები, ერთი-ორი თანამშრომელი და „სეირის“ საყურებლად მოსული ხალხი.
იმ კაცს, თავის ბანდასთან ერთად ბოლომდე ახეხინებდნენ, ისევ მე რომ არ „შემეწყალებინა“…
ყველა ჩემ ნათესავს მიწვდნენ, რომ გვაპატიოსო…არავისთვის დამიჯერებია, ძალიან საღი აზროვნება მაქვს.
ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა და თოთო ბავშვი…მისი ოჯახი შემეცოდა იდეაში.
იმ პერიოდში შვედეთში მომიწია სასწავლო პროგრამით წასვლა და თან აღარც მქონდა სასამართლოს ნერვები.
იქიდან წერილი გამოვაგზავნე, სადაც ვწერდი, რომ საჯაროდ მოეხადა ბოდიში სასამართლოზე, რომელიც ასევე გავიდოდა ეთერში.
სასამართლოზე ერთადერთი იყო მევლუდ ღამბაშიძე, რომელმაც ჩვენება არ შეცვალა.
აი, ასეთი მართალი, სწორი ღირებულებების ადამიანი და უმაღლესი რანგის პროფესიონალი დაკარგა ლაგოდეხმა და ქვეყანამ.
ნათელში იყოს მისი სული.” – წერს რამაზ სამხარაძე, რადიო ჰერეთის დამფუძნებელი ფეისბუქზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button