მსოფლიოსიახლეები

აშშ-მ უცხოელი სტუდენტების გაძევების შესაძლებლობა არ დაუშვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა იმ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც ათობით ათას უცხოელ სტუდენტს ქვეყნის დატოვება მოუხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მათ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში სწავლა მთლიანად ონლაინ რეჟიმზე გადავიდოდა.

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ აღნიშნული გეგმაზე უარის თქმა უმაღლესი სასწავლებლების მიერ თეთრი სახლის წინააღმდეგ შეტანილი სასამართლო სარჩელების სიმრავლითაა განპირობებული.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც 6 ივლისს ცნობილი გახდა თეთრი სახლის გეგმა უცხოელი სტუდენტების ნაწილისთვის ვიზის ჩამორთმევის შესახებ, უნივერსიტეტებმა სასამართლოს თეთრი სახლის წინააღმდეგ სარჩელებით მიმართეს. მათ შორის იყო ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სარჩელი.

საიმიგრაცო და საბაჟო კონტროლის სამსახურმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ სტუდენტური ვიზის მქონე პირებს მოუწევდათ აშშ-ის დატოვება ან სასწავლებლის შეცვლა იმ შემთხვევაში, თუ მათი სასწავლო პროცესი მთლიანად დისტანციურად იმართება. უნივერსიტეტები ამტკიცებენ, რომ თეთრი სახლის გეგმა უკანონოა და იგი აკადემიურ პროცესზე უარყოფითად აისახება.

სამშაბათს, 14 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, საოლქო მოსამართლემ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ და ორმა ელიტურმა უნივერსიტეტმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ახალ წესებს აუქმებს და არსებულ სტატუს-კვოს აღადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button