აშშ-მა სამხრეთ კორეაში ჯარი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა [Video]

სამხრეთ კორეაში განლაგებული აშშ-ის ჯარი 11 იანვარს სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას სეულის მასმედია ავრცელებს.

ბრძანება საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონის შემოღების თაობაზე სამხრეთ კორეაში განლაგებული ამერიკის ჯარების სარდალმა – გენერალმა კერტის სკაპაროტიმ გასცა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ნაბიჯი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო სამხედრო პროვოკაციის აღმოსაფხვრელად გადაიდგა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 იანვარს ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი მიწისქვეშ წარმატებით გამოსცადა. აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის გამოცდის ტერიტორიასთან ახლოს 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მსგავსი ტიპის მასობრივი განადგურების იარაღი ფხენიანმა მიწისქვეშ პირველად გამოსცადა.

წყალბადის ბომბი ჩვეულებრივ ატომურ ბომბთან შედარებით გაცილებით ძლიერია და მას უძლიერესი აფეთქების გამოწვევა შეუძლია.

ბომბის გამოცდას მსოფლიო თანამეგობრობის რეაქცია მოჰყვა. იაპონელი მეტეოროლოგები რადიაციული ფონის შემოწმებას შეუდგნენ. ოფიციალურმა ტოკიომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეაში გამოცდილი ბირთვული იარაღი მთელი აზიური რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button