მერკელი მიგრანტების გამო დავოსს აღარ ესტუმრება [Photo/video]

გერმანიის კანცლერმა – ანგელა მერკელმა, ქვეყანაში შექმნილი დაძაბული სიტუაციის გამო, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტი, რომელიც 20-23 იანვარს უნდა ჩატარდეს, გადადო, – გვაცნობებს Financial Times.

გერმანიაში შინაპოლიტიკური სიტუაცია მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ახალი წლის ღამეს კიოლნში, შტუტგარდსა და ჰამბურგში გერმანელ ქალებზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი.

კერძოდ, კიოლნში პოლიციას თავდასხმის შესახებ განცხადებით 600-მდე ქალმა მიმართა. დაზარალებულები ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასულ მიგრანტ კაცებს თავდასხმაში, ძარცვასა და სექსუალურ ძალადობაში ბრალს დებენ.

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ინციდენტს “ორგანიზებული დანაშაულის აბსოლუტურად ახალი საფეხური” უწოდა. მისი აზრით, თავდასხმები, რომლებშიც ასობით მიგრანტმა მიიღო მონაწილეობა, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, კიოლნის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი წლის ღამეს 1000-მდე მიგრანტმა გერმანელი ქალები ალყაში მოაქცია, მობილური ტელეფონების წართმევა, შეურაცხყოფის მიყენება და მათზე სექსუალური ძალადობა დაიწყო. პოლიციამ ბოროტმოქმედთა შესაჩერებლად წყლის ჭავლი გამოიყენა. თავის მხრივ, ანგელა მერკელმა იმ მიგრანტების დეპორტაციის პროცედურის გამარტივება მოითხოვა, რომლებმაც აღნიშნული დანაშაული ჩაიდინეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”27046″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button