მსოფლიოსიახლეები

აშშ-ში წყვილი COVID-19-სგან თითქმის ერთდროულად, ხელჩაკიდებული გარდაიცვალა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, წყვილი კოვიდ-19-სგან თითქმის ერთდროულად, ხელჩაკიდებული გარდაიცვალა.

ქეით დარლინ ფიფლსი, შეინ ფიფლსი და ჯონი ლი ფიფლსი

67 წლის ჯონი ლი ფიფლსი და მისი ცოლი, 65 წლის ქეით დარლინ ფიფლსი, კორონავირუსთან ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ, 2 სექტემბერს სოლსბერის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

წყვილის ვაჟის, შეინ ფიფლსის თქმით, ამ დღეს სამედიცინო ცენტრის პერსონალმა ისინი ერთ ოთახში გადაიყვანა, რათა ცოლ-ქმარი ერთმანეთს დამშვიდობებოდა.

ჯონი ლი ფიფლსი და ქეით დარლინ ფიფლსი

“ყველაფერი უბრალოდ გაუარესდა. მომდევნო დღეს კი, ისინი ერთ ოთახში გადაიყვანეს. მათი ხელები ერთმანეთს ჩაჰკიდეს, ექთნები მათ გარშემო შემოიკრიბნენ და ისინი ოთხი წუთის დაშორებით გარდაიცვალნენ”.

წყვილმა ერთად 50 წელი გაატარა, ისინი 48 წელი იყვნენ დაქორწინებული.

“ძირითადად, ჰქონდათ სიცხე და გემოს შეგრძნების გაქრობა. მამას სიმპტომები ორი დღის შემდეგ გამოუვლინდა. ორი კვირის შემდეგ, ისინი ორივენი საავადმყოფოში გადაიყვანეს.” – თქვა შეინმა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით, მან მკითხველებს მოუწოდა, რომ ვირუსს სერიოზულად შეხედონ, ხელები დაიბანონ, სოციალური დისტანცია დაიცვან და პირბადე ატარონ. “ეს არ არის ხუმრობა და ჭორი. უბრალოდ, არ მინდა, რომ ვინმეს კიდევ ეტკინოს. არ მინდა, რომ ვინმემ იგრძნოს ის დარდი, რასაც ვგრძნობ”.

მსგავსი პოსტები

Back to top button