მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ასლან ბჟანიამ ნიკოლაი ბასკოვი “ახდზ-აპშას” მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

პოპულარული რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი, რომელიც ამავდროულად დე ფაქტო აფხაზეთის კეთილი ნების ელჩია, სოხუმში სოციალური პლატფორმა “აფხაზეთის მომავლის” დამფუძნებელთა ყრილობაზე წარსდგა.

“”პრეზიდენტს” მადლობა მინდა გადავუხადო მოწვევისთვის, რომ ასეთ არაჩვეულებრივ ადგილზე აღმოვჩნდი, რომელიც სავსეა სიყვარულით და სილამაზით და რაც მთავარია, ტრადიციებით. პირველად ვარ ამ ლამაზ ღონისძიებაზე და პირველად ვხედავ ბედნიერ, სიხარულით სავსე ხალხს, რომლებიც აქ არიან” – განაცხადა ნიკოლაი ბასკოვმა.

“მე, როგორც კეთილი ნების ელჩი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს დიდ პროგრამაში “რასია პირველზე″-ზე, აფხაზეთის წარმომადგენელმა მიიღოს მონაწილეობა”,-თქვა ბასკოვმა

“პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ ბასკოვი “ახდზ-აპშას” მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button