მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“აჭარაში კლასტერი აღარაა”

“ბათუმსა და აჭარაში კლასტერი აღარ არის, ვირუსი გავრცელებულია საზოგადოების ყველა ფენაში.” ამის შესახებ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა.

“აჭარაში კლასტერული ხედვა აღარ არის, იმიტომ, რომ არის გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაში. ექიმებიც, პოლიციელებიც, შესაძლოა, თქვენც იყოთ. ჯერჯერობით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ეს ახალი 108 შემთხვევა არის შიდა გავრცელება. ზოგის წყარო ნაცნობია, ზოგი, – უცნობი. საზოგადოების ყველა ფენას შეგვეხო. მოიაზრება ჰოსპიტალური ქსელის გაფართოება. ქობულეთში დაემატა ერთი კლინიკა.” — განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 156 დადასტურებული შემთხვევიდან, 108 აჭარიდანაა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ამ დროისთვის, აღებულია 2 530 PCR ტესტი, სტაციონარში მკურნალობს 238 პაციენტი, კოვიდ-კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 97 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. stopcov.ge-ის ვებგვერდზე გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ჯერ განახლებული არაა.

14 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 2 392 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1  369 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ამ ეტაპისთვის, კარანტინშია 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 836 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button