მნიშვნელოვანირეგიონი

ავარია კახეთში-ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა

ავარია კახეთში-ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ყვარლისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, დამამათვარებელი კლასების მოსწავლეები ბოლო ზარის აღსანიშნავად გადაადგილდებოდნენ.
შეჯახების შედეგად, დაშავებულია სამი ახალგაზრდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button