მსოფლიოსიახლეები

ავიამიმოსვლა კორონავირუსის შემდეგ

უფრო მაღალი ტარიფები, ნაკლები მარშრუტები, ფრენამდე ჯანმრთელობის გადამოწმება და ნაკლები უფასო საკვები: კორონავირუსული პანდემია საჰაერო მოგზაურობის ახალ ეპოქაზე გავლენას იქონიებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ავიახაზები გადააფასებენ თავიანთ ოპერაციებს და განსაზღვრავენ, თუ როგორ მდგომარეობაში იქნებიან კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ. ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცირება, – ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ თანამშრომლებსა და მოგზაურებს შორის ქცევის წესები შეიცვალა.

”ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელვადიანი აღდგენითი პროცესისთვის მას მერე, რაც ვირუსი ლოკალიზებული იქნება,” – ამბობს Delta Air Lines Inc.-ის აღმასრულებელი დირექტორი ედ ბასტიანი თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში. ”ჩემი შეფასებით, აღდგენის პერიოდს შეიძლება ორი-სამი წელი დასჭირდეს.”

რამდენიმე თვეში კორონავირუსმა შემოაბრუნა ათეულობით წლის საავიაციო ბუმი, როგორც ერთ-ერთი უდიდესი კულტურული და ეკონომიკური ფენომენი ომისშემდგომ მსოფლიოში.

 

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოუნდება ხალხს კვლავ დახურულ კაბინაში ჯდომა, თუმცა საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ ბოლო მოგზაურების 40% არ მიესალმება იმას, რომ ფრენებისთვის მათი ლოდინი 6 თვეს გასტანს. დაბალფასიანი გადამზიდავი Easyjet Plc არის ერთ-ერთი, ვინც გეგმავს, რომ თვითმფრინავში თავისუფალი ადგილები დატოვოს. კორეის Air Lines Co.-ში კი, სალონის ეკიპაჟს პირბადეები, ხელთათმანები და დამცავი სამოსი აქვს. კონფიგურაცია სავარაუდოდ შეიცვლება, ვინაიდან გადამზიდავები ცდილობენ, მომხმარებლებს უფრო მეტი თანხა დაახარჯვინონ. სანამ ფრენები აკრძალულია, ზოგი პრემიუმ კაბინებს განაახლებს, რის შედეგადაც უმაღლესი კლასის სექციებსა და კიდევ უფრო სპარტანულ ეკონომ ადგილებს შორის უფრო მაღალი სხვაობა იქნება, – თქვა ვოლოდიმირ ბილოტკაჩმა, სინგაპურის ტექნოლოგიის ინსტიტუტში საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის ლექტორმა.

აზიაში, რომელიც ინკლუზიური ტარიფების ერთ-ერთ ბოლო დასაყრდენს წარმოადგენს, ავიაკომპანიებს ასევე შეუძლიათ, ეკონომ კლასის მგზავრებს ცალ-ცალკე დააკისრონ გადასახადი ისეთი პროცესებისთვის, როგორიც არის ბარგის რეგისტრაცია, ფეხებისთვის განკუთვნილი ადგილი და კვება, ამბობს ბილოტკაჩი, რომელიც ავტორია 2017 წელს გამოცემული წიგნისა “ავიაკომპანიების ეკონომიკა” . IATA-ს მონაცემების თანახმად, ვირუსის გავრცელებამდე, როგორც წესი, თითოეული კლიენტისგან ავიაგადამზიდავები მხოლოდ 3 აშშ დოლარის მოგებას ნახულობდნენ. ევროპასა და შეერთებულ შტატებში, სადაც უკვე იზრდება დამატებითი ხარჯები, ეს რიცხვები, შესაბამისად, 5 და 17 აშშ დოლარი იყო.

იაფი ფრენების ნახვაც შესაძლებელია, რადგან ავიაკომპანიები მგზავრის გამო ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთის ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე ტრანსპორტირება, თებერვლიდან, მინიმუმ, 7%-ით გაიზარდა. IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ დე იუნიაკმა განაცხადა, რომ პირბადეების ტარებამ შესაძლოა მგზავრები დაამშვიდოს, მაგრამ ცარიელი ადგილების შენარჩუნება ადვილი არ იქნება.

ინდუსტრია აქამდეც გადაურჩა ქარიშხლებს, მაგრამ ასეთი სასტიკი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა, როგორიც დღესაა. მსოფლიოს 26 000 სამგზავრო თვითმფრინავი გაჩერებულია და დაახლოებით 25 მილიონი სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ იმყოფება. IATA-მ მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, წელს გადამზიდავებს ბილეთების გაყიდვებში 314 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი ექნებათ, ხოლო მათი ნახევარი, სახელმწიფო დახმარების გარეშე, გაკოტრების პირას დადგება.

როგორც აღმასრულებელი დირექტორი იოჰან ლუნდგრენი ამბობს, ლუთონში, ინგლისში მდებარე Easyjet-ს ჰყავს მეცნიერების გუნდი, რომელიც სხვადასხვა სცენარს განიხილავს იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად დაბრუნდება მოთხოვნა, რა დონეზე, რა ფასებს გადაიხდის ხალხი და რა მოგება იქნება ამ ფრენებიდან. “პასუხი არავინ იცის. ჩვენ უბრალოდ, ძალიან მოქნილები უნდა ვიყოთ”. – თქვა მან.

მსგავსი პოსტები

Back to top button