ავთანდილ ხურციძემ დომინიკელი ბეტანკური დაანოკაუტა

ქართველმა პროფესიონალმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულსაც ფლობდა და WBA-ს ქამრის პრეტენდენტიც იყო, ამერიკის რინგზე მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.

605-268_xurciaკრივის ეროვნული ფედერაციის ცნობით, ქართველმა დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი მელვინ ბეტანკური პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

ხურციძემ პირველივე წუთებიდან აქტიურად შეუტია მეტოქეს, ბეტანკური თავიდან ცდილობდა მეტოქისთვის პასუხი გაეცა, მაგრამ ქართველის მასირებულ იერიშებს 3 წუთიც ვერ გაუძლო.

ამრიგად, ხურციძე, რომელიც აქტიურ სპორტს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2014-წელს დაუბრუნდა, მეოთხე ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა.

მთლიანობაში კი ავთანდილ ხურციძეს, პროფესიონალურ რინგზე გამართული 35 ბრძოლიდან, 31 თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული, აქედან 20 ნოკაუტით, დანარჩენი ოთხი შეხვედრა ქართველმა სპორტსმენმა 2 ფრედ დაასრულა, ხოლო ორში დამარცხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button