მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბახმუტის მიმართულებით მტრის შეტევითი მოქმედებები მკვეთრად შემცირდა(ISW)

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მტრის შეტევითი მოქმედებები მკვეთრად შემცირდა.

“ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები ქალაქ ბახმუტიდან უკან იხევენ, რათა ძალები აღიდგინონ და გადაჯგუფდნენ. რუსული შეტევითი ოპერაციები ქალაქსა და მის გარშემო მცირდება”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული ძალები ქალაქ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში პოზიციების კონტროლს აგრძელებენ. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, ვაგნერელები ქალაქ ბახმუტს ტოვებენ და სამ ადგილას გადაჯგუფდებიან.

გუშინ, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა, სავარაუდოდ, ბახმუტიდან მისი დაქირავებული მებრძოლების გაყვანა დაიწყო, რათ პოზიციებზე კონტროლი რუსეთის არმიის რეგულარულ ჯარებს გადასცეს.

28 მაისის ღამეს ოკუპანტებმა კიევზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს – უკრაინული უწყებების ცნობით, მათ რუსების 40-ზე მეტი დრონი გაანადგურეს. უკრაინელი ოფიციალური პირები დრონების ამ თავდასხმას ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურად აფასებენ.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსები კიევს ე.წ. კამიკაძე დრონებით დაესხნენ თავს – ოკუპანტებმა, კიევის მიმართულებით, სავარაუდოდ, 54 ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. წინასწარი მონაცემებით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნას კიევის სხვადასხვა რაიონში მოჰყვა ნგრევა და მსხვერპლი.

“დღეს, მტერმა გადაწყვიტა “მიულოცოს” კიევის ხალხს კიევის დღე მათი მომაკვდინებელი უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით”, – თქვა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მაისში ეს კიევზე მე-14 საჰაერო თავდასხმაა – შეტევა რამდენიმე ტალღად განხორციელდა და საჰაერო განგაში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირანს მოუწოდა, შეწყვიტოს რუსეთისთვის მომაკვდინებელი დრონების მიწოდება, რადგან რუსეთის ხელით, თუმცა ირანული იარაღით უკრაინაში ათასობით ადამიანი იღუპება.

მსგავსი პოსტები

Back to top button