მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გასული დღის განმავლობაში მტერთან 20-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა-უკრაინაში 206 600 ოკუპანტი მოკვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერთან 20-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.

“მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონების სრულად აღების მცდელობებზე. გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის 21 შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 3 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 206 200 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 28 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3797
ჯავშანტექნიკა – 7456
საარტილერიო სისტემა – 3425
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 574
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 329
თვითმფრინავი – 313
ვერტმფრენი – 298
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2993
ფრთოსანი რაკეტა – 1056
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6192
სპეცტექნიკა – 451
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button