ბარსას პირველი ქულა და ოკაფორის დუბლი ზალცბურგში

განახლებულ ჩემპიონთა ლიგაზე ადრეული მატჩები E და G ჯგუფებში ჩატარდა. კამპ ნოუზე,ბარსელონამ კიევის დინამოს უმასპინძლა და 1:0 სძლია მატჩის ერთადერთი გოლი ჟერარდ პიკემ 36-ე წუთზე გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კუმანის გუნდმა პირველი 3 ქულა ჩაიწერა და ამ დროისთვის ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს.კიევის დინამო კი 1 ქულით ბოლო ადგილზეა ამავე ჯგუფში პორტუგალიური ლისაბონი ბენფიკას ესტუმრება.
ზალცბურგი ვოლფსბურგს შეხვდა და 3:1 იმარჯვა გამარჯვების გოლი დუბლით, ნოა ოკაფორის ანგარიშზეა,რომელმაც მატჩის 65 და 77_ე წუთებზე გამოიჩინა თავი. იქამდე კი ანგარიში მასპინძლებმა შეხვედრის დებიუტშივე, ადეიმის გოლით გახსნეს. მე-15 წუთზე კი წონასწორობა ვალფსბურგის რიგებიდან ნმეჩამ აღადგინა.
ამ დროისთვის 7ქულით ჯგუფს ზალცბურგი ლიდერობს. ვოლფსბურგი კი 2 ქულით აუტსაიდერთა შორისაა.