სპორტი
ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა. კატალონიელების მარცხი გერმანიაში

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა და E ჯგუფში სენსაცია დაფიქსირდა.
ბაიერნმა მიუნხენში ბარსელონას უმასპინძლა და 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
საკუთარ “ალიანს არენაზე” გოლების ავტორები გახდნენ: თომას მიულერი,ლეროი სანე და ჯამაილ მუსიალა
კატალონიური გრანდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა მსგავსი რამ კი 2000-2001 წლების სეზონშიც მოხდა,როცა ჯგუფში 8 ქულით ჩარჩა და პლეი-ოფის საგზური დაკარგა.
შეგახსენებთ,რომ E ჯგუფიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპზე მიუნხენის ბაიერნი და ლისაბონის ბენფიკა გავიდნენ.