სპორტი

საბურთალო საქართველოს თასის მფლობელი გახდა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი საფეხბურთო კლუბი საბურთალო გახდა

თბილისური გუნდი ამ ტიტულს ისტორიაში მეორედ დაეუფლა

ფინალური შეხვედრა,რომელიც ქუთაისში,რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა,ერთმანეთს თბილისის საბურთალო და წყალყუბოს სამგურალი დაუპირისპირდნენ.

მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.შეხგედრის ერთადერთი გოლის ავტორი კი იური ტაბატაძე გახდა.

კლუბის არსებობის ისტორიაში საბურთალოსთვის ეს მეოთხე ჯილდოა ერთხელ ჩემპიონატი მოიგეს,ერთხელ სუპერთასს დაეუფლნენ და ორჯერ თასის მფლობელები გახდნენ.

აღნიშნული წარმატებით ლევან კორღალიძის გუნდმა ევროპის კონფეენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button