მისცა თუ არა იარაღი მშობელმა ბავშვს?

თბილისის 213-ე საბავშვო ბაღს საპატრულო პოლიცია ამოწმებს. პოლიცია ბაღში შეტყობინების საფუძველზე მივიდა.
ახალი ამბების სააგენტოებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდ დიღომში მდებარე 213-ე ბაღში ერთერთი ბავშვის მშობელს იარაღი ჰქონდა.
დირექტორის თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ბავშვის მამა საბავშვო ბაღში იარაღით მივიდა. მან იარაღი ბავშვს მისცა და მოუწოდა, ვინც არ მოსწონდა, მისთვის ესროლა, თუმცა იარაღი ნამდვილი იყო თუ არა ეს ჯერ არავინ იცის.
ამ დროისათვის 213-ე ბაღში იმყოფებიან როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე საგამოძიებო ჯგუფი, რომლებიც საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.
აღნიშნულის მიუხედავად სწავლის პროცესი არ შეჩერებულა.