ბათუმის 103-ე უბანზე პატრული ორჯერ გამოიძახეს

ბათუმის 69-ე ოლქის #103 უბანზე პატრული ორჯერ გამოიძახეს.

საარჩევნო უბნის თავმჯდომარის თეონა გასპარიანის ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება, რიგის მოწესრიგების გამო გახდა საჭირო.

გასპარიანი უბანზე ამომეჩეველთ მაღალ აქტივობაზე საუბრობს, რაც ხმაურის და გაურკვევლობას იწვევს.
“ძალიან ბევრი ამომრჩეველი მოვიდა ერთდროულად, ძალიან დიდი რიგი გაკეთდა. ყველას ერთდროულად უნდა უბანზე შემოსვლა, არადა ანბანის მიხედვით ხდება ამის მოწესრიგება. ეს არ გაიგეს, ხმაურობდნენ და დიდი აჟიოტაჟი იყო, ვერ დავარეგულირეთ ხალხის ნაკადი და იძულებული გავხრი გამომეძახებინა პატრული”, – აღნიშნა თეონა გასპარიანმა.

12:00 საათის მონაცემებით უბანზე 220 ამომრჩეველი იყო მისული.
#103 უბანზე ამომრჩეველთ მარალი აქტივობა ამ დრომდე ფიქსირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button