ბათუმის დინამომ თურქულ შეკრებაზე ლეხს სძლია
ბათუმის დინამომ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი წარმატებით ჩაატარა.
საქართველოს ჩემპიონი პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერს,”ლეხს” შეხვდა და ანგარიშით: 2-1 დაამარცხა
შეხვედრის პირველი გოლი პოლონელებმა გაიტანეს.მე-14 წუთზე დანი რამირესმა ანგარიში პენალტით გახსნა.
26-ე წუთზე დინამოელთა კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა,თუმცა აჭარული კლუბის მეკარე მიხეილ ალავიძემ კრისტოფერ ველდეს საჯარიმო დარტყმა მოიგერია და ანგარიშის გაზრდის საშუალება არ მისცა.
48-ე წუთზე მატჩის არბიტრმა ახლა ქართველებს მისცა პენალტის დარტყმის შესაძლებლობა.დინამომ შანსი გამოიყენა და ამგარიში გაათანაბრა.
59-ე წუთზე ბათუმელთა რიგებში შეცვლაზე შესულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა შორი დარტყმით დააწინაურა საკუთარი გუნდი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მეორე ტესტ-მატჩს ბათუმის დინამო “ლეხიასთან” 23 იანვარს გამართავს.