მნიშვნელოვანისიახლეები
ბათუმში აქციაზე ადმინისტრციული წესით დაკავებულია რვა პირი.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე დაკავებულია რვა პირი.
მისივე თქმით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით – 166-ე და 173 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული.
„ყველა პირი, რომელიც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული – 166-ე და 173 მუხლებით, ზოგიერთ მხოლოდ 173-ე მუხლით, რაც პოლიციის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის. დაკავებულია რვა ადამიანი“, – განაცხადა მან მედიასთან.