ბავშვების ცემაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეეფარდა
კახეთში, სამი მცირეწლოვანი ბავშის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს წინასწარი აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება გურჯაანის სასამართლომ მიიღო. საქმის წინასასამართლო სხდომა 7 ივლისს ჩაინიშნა.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მამამ სამი მცირეწლოვანი ბავშვი სცემა.
დაშავებულები თავდაპირველად გურჯაანის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მათ სახეზე სისხლჩაქცევები და დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ.
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, 1 წლისა და 2 თვის მცირეწლოვანი ბაავშვი კატასტროფის ბრიგადამ გურჯაანიდან თბილისში გადაიყვანა.
გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში მამისგან ნაცემი ბავშვების საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.
ამ თემაზე: გურჯაანში 3 ბავშვი სავარუდოდ მამამ სცემა