ბერას ინტერვიუს ოპოზიცია დანაშაულის აღიარებად მიიჩნევს
ოპოზიციაში კი ფარული ჩანაწერების შემდეგ ბერა ივანიშვილის ინტერვიუ დანშაულის აღიარებად მიაჩნიათ.
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი აკო მინაშვილი ამბობს, რომ ბერამ, ანზორ ჩუბინიძის კვალდაკვალ, აღიარა დანაშაული, რომელსაც სჩადიოდა.
“ბერამ, ჩუბინიძის შემდეგ, კიდევ ერთხელ აღიარა ის დანაშაული, რასაც სჩადიოდა ამ პერიოდის განმავლობაში, როცა პირადი კომფორტის გამო ემუქრებოდა და ატერორებდა ადამიანებს. ამ ინტერვიუთი გამოჩნდა, რომ მათ არ აინტერესებთ ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. ეს იყო სახიფათო ინტერვიუ, რადგან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იგივეს გააკეთებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე, ივანიშვილები და ეს ხელისუფლება აღარ იყოს ჩვენი ქვეყნის სათავეში. ეს არის კრიტიკულად აუცილებელი”, – ამბობს აკო მინაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი.
დედასთან მიმართებით ბერას პოზიციას ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია
“დედამისისას აჭმევენო, რომ იცინოდნენ პრინცი და იკა, ეგ არის დედის, დედიკოს პატივისცემა თურმე, თან ფული, ძალა და მთელი სისტემა რომ გიმაგრებს ზურგს. დაალაგეს ბიჭებმა მესიჯები”, – წერს სოციალურ ქსელში ხოშტარია.
შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილმა ვრცელი ინტერვიუ ტვ იმედს მისცა და განაცხადა, რომ პასუხს ახლაც მოსთხოვს ყველას, ვინც დედას შეაგინებს.
შეგახსენებთ,”TV პირველმა“გაავრცელა ფარული ჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სდსს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძე სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას ათანხმებენ.
პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ უკანონო მიყურადებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო